logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყანას თავისუფლება მოუტანა
- +

20 ივლისი. 2020. 12:10

 

 

,,კანდიდატები პროფესიული  ნიშნით არიან წარდგენილები. მათ პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ქვეყანამ თავისუფლება მოიპოვა.

 

„ამ 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“,  ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,  ქვეყანას  უპრეცედენტო თავისუფლება, ღირსება, სტაბილურო და მშვიდობა მოუტანა.  ესაა ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას აქვს მშვიდობა და სტაბილურობა. ესაა ბიძინა ივანიშვილის,  ჩვენი გუნდის და „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი