logo_geo
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო ჯგუფი იქნება გენდერულად დაბალანსებული
- +

24 ივლისი. 2020. 02:58

 

 

ის, რომ მაჟორიტარებში მხოლოდ ერთი ქალია, არაფერს ამბობს. სამაგიეროდ ბევრ ამბობს ქალთა მონაწილეობის შესახებ ის, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. მართალია 8 წელი იწვალეს „ქართული ოცნების“ კაცებმა, მაგრამ ბოლოს მიიღეს კანონი, რომელიც არცერთ წინა ხელისუფლებას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არ მიუღწევია და არ გაუკეთებია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

100 წლის შემდეგ ახლა ხდება პირველად, რომ შევიდა კანონში ცვლილება და დააკანონა ვალდებულება თავისთვის და სხვებისთვის, რომ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. „ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო გუნდის შესახებ ვერ გვექნება წარმოდგენა ამ ერთი მაჟორიტარების კანდიდატების ჯგუფით. სიაში იქნება უფრო მეტი ქალი, შესაბამისად ქართული ოცნების“ მომავალი საპარლამენტო ჯგუფი იქნება გენდერულად ისეთივე დაბალანსებული, როგორც არის დღევანდელი საქართველოს მთავრობა. ეს ასე არ იყო ხოლმე, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში. ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. საერთოდ ყოველთვის საჭიროა მეტი ქალი, არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ძალოვან სტრუქტურებშიც. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ქალი პოლიციელი იქნება, ქალი გამომძიებელი, ქალი ციხის დირექტორი, ქალი საკნის გამღები და დამკეტავი, მიტ უფრო მეტი ჰუმანურობა და დაბალანსებული მიდგომები იქნება რადგან, როგორც ბევრი ქალი არის ერთად საშიში, ასევე საშიშია ერთად ბევრი კაციც“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი