logo_geo
კელი დეგნანი: ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ
- +

29 ივლისი. 2020. 02:11

 

 

ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

 

ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს. ცხადია, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს, ესაა საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი“, – განაცხადა კწლი დეგნანმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა კოვიდ-19-ის პანდემია.

 

 

 

big_banner
არქივი