logo_geo
დავით ზალკალიანმა გაეროს წევრებს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა
- +

6 აგვისტო. 2020. 02:12

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაეროში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით, რუსეთ-საქარათველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის“,- წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი