logo_geo
ირაკლი ბერაია: წინა ხელისუფლებამ თავისი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებებით, კომფორტი შეუქმნა ოკუპანტ სახელმწიფოს
- +

6 აგვისტო. 2020. 02:54

 

 

მაშინ, როდესაც ფართომასშტაბიანი აგრესიის, შემოჭრის ყველა ინდიკატორი სახეზე იყო, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს თავიდან აეცილებინა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაია „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთი ომისთვის ემზადებოდა ძალიან დიდ ხანს, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად იცოდა წინა ხელისუფლებამ.

 

„მაშინ, როდესაც ფართომასშტაბიანი აგრესიის, შემოჭრის ყველა ინდიკატორი სახეზე იყო, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს თავიდან აეცილებინა. საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებებით, მან ფაქტობრივად, კომფორტი შეუქმნა ოკუპანტ სახელმწიფოს, მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მემუარებიდან მოგონებების ნაწილი „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, სადაც სარკოზი აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე საუბრობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი