logo_geo
მაია ცქიტიშვილი: არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს, რომ არჩევნების გადადებაზე ვიფიქროთ
- +

7 აგვისტო. 2020. 01:07

 

 

ჩვენი ქმედებების, იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ჩვენ პირველივე დღეებიდან განვახორციელეთ, პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ სტაბილური ვითარება გვაქვს, შესაბამისად არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს, რომ ჩვენ არჩევნების გადადებაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მასში თითოეული მოქალაქის ჩართულობის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ შედარებით ნორმალურად ვცხოვრობთ.

 

15 სექტემბრიდან ჩვენ სასწავლო პროცესის აღდგენას ვგეგმავთ სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში. საკმაოდ დიდი ხანია, რაც პრაქტიკულად ყველა ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მასობრივი ღონისძიებებიც კი გვაქვს დაშვებული, მართალია ჯერჯერობით ღია სივრცეში. ეს შედეგია იმ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ღონისძიებების, რაშიც თითოეული ჩვენი მოქალაქე იყო ჩართული და სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს შედარებით ნორმალურად ვიცხოვროთ, ერთმანეთიც მოვინახულოთ და არ ვიფიქროთ არც არჩევნების გადადებაზე“, - განაცხადა მაი ცქიტიშვილმა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი