logo_geo
დავით ზალკალიანი: ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა არაღიარების პოლიტიკა
- +

9 აგვისტო. 2020. 02:33

 

 

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა არაღიარების პოლიტიკა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოეპოვებინა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

დავით ზალკალიანი თქმით, ოპონენტები ხშირად აცხადებენ, რომ საქართველო არაფერს აკეთებს საერთაშორისო ფორმატებში და ქვეყანა გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან, თუმცა ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს.

 

„მე მინდა ფაქტებით ვისაუბრო. ფაქტი ჯიუტია და ყველამ კარგად იცის, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე არც ერთხელ ჩვენს ოპონენტებს, ვინც ჩვენს დღეს გვაბრალებს, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, არც ერთხელ არ გამოუყენებიათ უშიშროების საბჭოს ფორმატი. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. პირიქით, რუსეთმა დაგვასწრო და გამოიყენა უშიშროების საბჭოს ფორმატი 2008-დან 2012 წლამდე. მაშინ, როდესაც 2012 წლიდან, ყოველწლიურად რამდენჯერმე, ჩვენ ჩვენი პარტნიორების, უშიშროების მუდმივი და არამუდმივი წევრების დახმარებით, მუდმივად ვახერხებთ საკითხის აქტუალიზაციას უშიშროების საბჭოს ფორმატში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა არც ერთხელ და ვერც ერთხელ არ გამოიყენეს“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის თქმით, 2008-დან 2012 წლამდე ოპონენტებმა ვერც ერთხელ მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს საკიტხი ყოფილიყო ეუთოს მინისტერიალების დღის წესრიგში. მისივე განმარტებით, მათ არც ერთხელ არ გამოუყენებიათ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო.

 

მისივე თქმით, დეოკუპაციის პროცესი დაწყებულია და შედეგს ყველა ერთად ვნახავთ.

 

 

big_banner
არქივი