logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპონენტების კრიტიკა გამოწვეულია ერთადერთი მიზნით - ჩამოირეცხონ ის დანაშაული, რაც მათ რუსული საქმის ეგიდით ჩაიდინეს
- +

10 აგვისტო. 2020. 02:46

 

 

 

ოპონენტების კრიტიკა გამოწვეულია ერთადერთი მიზნით - ჩამოირეცხონ ის პოლიტიკური თუ სხვა სახის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს რუსული საქმის ეგიდით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელშიც აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს ბრალდება, ახლა კი ამას ანტირუსული ისტერიით გადაფარვით ცდილობს.

 

„ცნობილია უკვე იმ რეზოლუციის თითოეული სიტყვა და დეტალი, სადაც მოღალატეობრივი საქციელი ჩაიდინეს, როდესაც თავის თავს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს დააბრალეს, რომ თითქოს ქართველმა სამხედრო ჯარებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს ცხინვალის კასეტური ბომბების დაბომბვა და თითქოს რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. თითქოს რუსეთი მანამდე არაფერ შუაში იყო. და ამის შემდეგ უკვე ცდილობდნენ ანტირუსული ისტერიით გადაეფარათ ეს ყველაფერი, 2012 წლის შემდეგ კი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ ის, რაც სჩვევიათ ხშირ შემთხვევაში, რასაც თვითონ აკეთებდნენ. როდესაც საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, როდესაც საქართველომ ყველა საერთაშორისო დონეზე მიიღო გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, აი ამ ფონზეც კი, თავხედური პიარ-სტრატეგიით ცდილობენ თავიანთი დანაშაულის გათეთრებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი