logo_geo
ირმა ინაშვილი: პირველ რიგში, ჩვენი დახმარების სამიზნე უნდა იყვნენ ღარიბი ბავშვები
- +

11 აგვისტო. 2020. 21:17

 

 

"პირველ რიგში, ჩვენი დახმარების სამიზნე უნდა იყვნენ ღარიბი ბავშვები"- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსი"-ს გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა "ობიექტივი"-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა და გამოეხმაურა მთავრობის ს პროგრამას, რომელიც 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200 ლარის დახმარებას გულისხმობს.

 

„ოთხი წლის განმავლობაში ამ ყველაფერზე პარლამენტში ვსაუბრობდი. გახარიას გუნდის წინაშე ვლაპარაკობდი ბავშვთა სიღარიბეზე. მე ვთხოვე და მოვითხოვე მთავრობისგან მხარდაჭერა, რომ სკოლებში კვება ყოფილიყო უფასო. ამ შემთხვევაში მიხარია, რომ ეს ჩემი მოწოდებები, ასე თუ ისე, გაიზიარეს.

ეს ფრაგმენტული დახმარება ოჯახებისთვის აუცილებელი და საციცოცხლოა. პირველ რიგში, ჩვენი დახმარების სამიზნე უნდა იყვნენ ღარიბი ბავშვები. ამ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს უნდა მივცეთ კონკრეტული ოჯახური ბიზნესი. ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რაც წლებია, ჩვენ პროგრამაში გვიდევს.

 

უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ბიზნეს-იდეებს დაამუშავებს და ოჯახებს აჩუქებს; მოემსახურება მათ ფინანსური დირექტორით, ბუღალტრით და აუწყობს საქმეს. ამ იდეის განხორციელებას დიდი დრო არ სჭირდება."- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

big_banner
არქივი