logo_geo
რატი იონათამიშვილი: „ლელოც“ გადაპოპულისტდა
- +

29 აგვისტო. 2020. 21:10

 

 

„ბათუმის მერიას პატრიოტების ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ბათუმში, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაკრული ბანერის ჩამოხსნას.

 

იონათამიშვილის თქმით, მისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაკრული ბანერი მძიმე საყურებელი იყო:

 

„ლელოც გადაპოპულისტდა. ბათუმის მერიას პატრიოტების ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ“ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, - ჩვენ მოვხსენითო. არადა მდინარაძემ წინასწარ თქვა, მერია კი ხსნის, მაგრამ ესენი მაინც გარბიან და საინტერესოა, რომელი მიასწრებსო...  თავად ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის და ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი