logo_geo
„ევროპულმა საქართველომ“ სენაკში 600 კაციანი სუფრა გაშალა
- +

5 სექტემბერი. 2020. 21:35

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხე-გოჯთან „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, 600 კაციანი სუფრა გაიშალა – ინფორმაციას ამის შესახებ imedinews.ge ავრცელებს.

 

სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე 600 კაცზე გათვლილი სუფრაა გაშლილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენიას აცხადებს, რომ ღონისძიება პარტიის ორგანიზებით იმართება.

 

დამენიას ინფორმაციით, ღონისძიებაზე პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს ელოდებიან.

 

 ჩამოდის პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ხვდება ამ ადამიანებს და ეგაა მთავარი ღონისძიება. დაცულია უსაფრთხოებაკორონავირუსთანდაკავშირებით, გავლილი გვაქვს ყველაფერი ამიტომაც გაკეთდა ღია სივრცეში. დღეს არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც შტაბში იმუშავებენ ოფიციალურად“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

 

 

big_banner
არქივი