logo_geo
გიორგი ლომია: ხატი აუცილებლად დაბრუნდება ილორის მონასტერში და მასთან ერთად დაბრუნდებიან დევნილები
- +

7 სექტემბერი. 2020. 14:18

 

 

„ხატი აუცილებლად დაბრუნდება ილორის მონასტერში და მასთან ერთად დაბრუნდებიან დევნილები“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ იმ ხატზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისმა პარტიამ ილორის ტაძარში ჩააბრძანა, მოგვიანებით კი, აფხაზებმა ხატი გამყოფ ხაზზე ჩაიტანეს.

 

გიორგი ლომია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“  აფხაზეთში ჩასვლა ფარული არ იყო და არც პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.

 

„რაც შეეხება იმას, რომ ხატი უკვე სამი დღეა გამყოფ ხაზზე იმყოფება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თუ ხატი იქნება დაბრუნებული, ამ ხატს დაერქმევა დევნილობის ხატი, ანუ ეს ხატი დევნილობაში იქნება. ის აუცილებლად დაბრუნდება ილორის მონასტერში და მასთან ერთად დაბრუნდებიან დევნილები. ჩვენ რომ ჩავდიოდით აფხაზეთში ეს არ იყო ფარული და პოლიტიკური მიზნით ჩატარებული ვიზიტი, ამის შესახებ განვაცხადეთ, ეს იყო ჰუმანიტარული რელიგიური აქცია. გვსურდა, ხატი ჩაგვეტანა ილორის მონასტერში და ეს უნდა ყოფილიყო გაუხმაურებელი, ამაზე პიარის გაკეთებას არ ვაპირებდით, ჩვენი ჩვევა არ არის რელიგიური თემებით პიარი. მოხდა ისე, რომ ეს გახმაურდა და გახმაურდა ძალიან ცუდად. არ ვაპირებდით ამით პიარს, მაგრამ მტრებმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენეს. არიან ადამიანები აქაც და აფხაზეთშიც, რომლებსაც არ სურთ არანაირი სიკეთე. ჩვენ თუ დავაკვირდებით სასულიერო პირების პოზიციას, ათონის არქიმანდრიტი ამბობს, რომ არავის ჰქონდა უფლება, ხატი გაეტანა მონასტრიდან. ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სასულიერო პირებთან და ეკლესიის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა ლომიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი