logo_geo
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი, ანომალიურ მდგომარეობას გადალახავს და აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს
- +

18 სექტემბერი. 2020. 01:20

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვი  დარწმუნებულია, რომ  საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგება. ამის შესახებ მან ტელეწამყვან თინა კანდელაკისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ამ ეტაპზე ეს მცირე პარტიებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე გაიმარჯვებს. პროვოკატორები, ვინც საქართველოს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ, შერცხვებიან. ახლა საქართველოს ისევე იყენებენ, როგორც უკრაინას. ჩვენ არასდროს გვიმოქმედია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, თუ როგორ განვითარდა 2008 წლის მოვლენები. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, როგორც ბრძენი ხალხი, ამ ანომალიურ მდგომარეობას გადალახავს და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და ხალხს შორის“, – განაცხადა  ლავროვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი