ტელეკომპანია „იბერია“-ში ჩატარებული სპეცოპერაცია და ეკლესიის დარბევა – ეს სწორედ ის კითხვებია, რომელიც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დაუსვეს.
წარსულის გახსენებაზე, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემის წამყვანს ასე უპასუხა:
„ახლა 2020 წელია, არჩევნების წინა პერიოდი. 15 წლის წინანდელ სისულელეებზე კომენტარს ნუ მთხოვთ“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
პოლიტიკოსმა პირდაპირი ეთერი მას შემდეგ დატოვა, რაც წამყვანმა სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.