უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პოროშენკომ განაცხადა, ის მკურნალობას სახლში გაივლის.
„კორონავირუსზე ტესტირების დადებითი პასუხი მივიღე. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მივეჩვიე, რომ ავადმყოფობა ფეხზე დგომით გადამქონდა, თუმცა ეს დაავადება უფრო ვერაგია, გაცილებით ვერაგია“, – თქვა პოროშენკომ.