logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო
- +

1 ოქტომბერი. 2020. 21:52

 

 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა”,– ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ხარჯები წყალში გადაყრილი ფულია. ამასობაში, რეალობა სულ სხვაა, – სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს, და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი – სამჯერ და მეტადაც არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში“,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი