საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში დღეს „ქართული ოცნებიდან“ მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიღებს.
დებატები მამუკა მდინარაძესა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის გაიმართება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე 23:00 საათზე დაიწყება.