logo_geo
„ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზუგდიდის 36-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირია რეგისტრირებული, სიცრუე აღმოჩნდა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 18:14

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის 36-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირია რეგისტრირებული, სიცრუე აღმოჩნდა.

 

 

ადამიანი, ვისზეც პარტია ამბობს, რომ გარდაცვლილია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 83 წლის ნელი ჯაბუაა.

 

36- ე უბნის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ პენსიონერი ქალი რეგისტრირებულია 36-უბანზე, როგორც საერთო საარჩევნო სიაში, ისე გადასატანი ყუთის სიაში, რადგან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

 

თავად ნელი ჯაბუამ ინფორმაცია, რომ „გარდაცვლილთა სიაშია“, გუშინ, ენმ-ს მიერ გამართული ბრიფინგიდან გაიგო. როგორც პენსიონერი ქალი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მსგავსი სიცრუის გავრცელება აღნიშნულ პარტიას.

 

მათივე განცხადებით, მსგავსი ქმედება წინასაარჩევნოდ, პარტიის მხრიდან დანაშაულია და სასურველია მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვეს.

 

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადასატანი ყუთების სიებში ჯანმრთელი ადამიანები ჰყავს დარეგისტრირებული, ხოლო ერთი გარდაცვლილია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი