„არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ერთკვირიანი ან ერთთვიანი გამოწვევა. არა, ეს იქნება გრძელვადიანი გამოწვევა და ეს გამოწვევა კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას შეიტანს ჩვენი სხვადასხვა ინსტიტუტის მუშაობაში და ბევრგან მოგვიწევს მანუალური ჩართვა, რომ ეს ხარვეზები გავასწოროთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მთავარია, რომ პროგრესი დავინახოთ და ამ პროგრესს ვხედავთ ტესტირების ნაწილში. არის ხარვეზები ქოლცენტრების ნაწილში და გასასწორებელია, ასევე ლოგისტიკურად ინფიცირებულების ან ახლო კავშირების გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.