logo_geo
პროკურატურაში დავითგარეჯას საქმეზე მინდია ჯანელიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
- +

19 ოქტომბერი. 2020. 17:53

 

 

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის გამომძიებლების კითხვებს უკვე 1 საათის განმავლობაში პასუხობს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოკითხვა დავითგარეჯის საქმეს და რუკების მოძიების პროცესს უკავშირდება, რადგან ჯანელიძე ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. პროკურატურაში შესვლამდე ყოფილ მაღალჩინოსან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

პროკურატურაში ასევე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატიც იმყოფებოდა, რომელმაც უწყებიდან საქმის დამატებითი მასალები გაიტანა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი