logo_geo
მთავრობამ რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:23

 

 

მთავრობამ რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, გეგმა სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებთან თანამშრომლობით არის შედგენილი. მინისტრმა განმარტა, რომ ჰაერის ხარისხის მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსთავის ყველა საწარმოში 2019 წელს საფუძვლიანი მონიტორინგი ჩატარდა, გეგმის შედგენაში კი ევროკავშირის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

 

„საბოლოოდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც, ვფიქრობ, 2022 წლისთვის ქალაქ რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გეგმაში დეტალურად არის ბევრი მიმართულება გაწერილი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, არამედ ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს, სახელმწიფოს, ეფექტიანად ვმართოთ საწარმო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

გეგმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან 63 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს, რათა ქალაქში ახალი, მწვანე ინფრასტრუქტურა შეიქმნას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი