logo_geo
კახა კალაძე: მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო
- +

23 ოქტომბერი. 2020. 13:10

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა. მისი თქმით ამ მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია და რეალურად,  წინა წლებში „მიზანმიმართულად იყო ვირტუალური საქართველო შექმნილი, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ „ყველაფერი კარგად იყო“.

 

„რაც შეეხება კრიმინალს, ეს მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი ხდება, რასაც მთელი ევროპული ქვეყნები ებრძვიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა გამოძიებული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი