logo_geo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე: ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:15

 

 

„ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს რომ შედეგები არის უკვე სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, როცა მოხდა ბათუმში გაორმაგება შემთხვევების რაოდენობის, პირდაპირ ემთხვევა იმ ვადებს, რა ვადებშიც ხდება ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

 

„ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათი მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის, 16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

 

 

big_banner
არქივი