logo_geo
გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:46

 

„ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეისთვის დაგეგმილ აქციას.

 

„გამარჯვების აღსანიშნავ აქციას აანონსებენ. თუ გავითალისწინებთ იმას, რომ ფეიკკვლევების შედეგებს აქვეყნებენ, ასევე, კონკრეტული ორგანიზაცია მუშაობს, რათა მოიკვლიოს, რამდენად არის ხალხი მზად სისხლის დასაღვრელად და სახელმწიფო სტრუქტურების დასაკავებლად, ზუსტად მივხვდებით, რატომ არ უჭრეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი