logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:53

 

ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ  პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე  31 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

 

„გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად აღნიშნულ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება „ნაცმოძრაობა“ 19-პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო - 4-პროცენტიან ნიშნულს“, - აღნიშნა კობახიძემ.

big_banner
არქივი