logo_geo
„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშ-ფანდურს“ – „ქართულმა მარშმა“ გზა გადაკეტა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:11

 

რუსთავის გზაზე „ქართული მარშის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გზას არ გაუხსნიან.

 

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ საშუალებას, თბილისში დღეს აქცია გამართონ და თითქოს გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ტაშ-ფანდური მოაწყოს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშ-ფანდურს, მით უმეტეს, ეს არის დამნაშავე ძალა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა, დანაშაული საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, გაყიდეს ტერიტორიები, გაყიდეს გარეჯი, გააუპატიურეს საკუთარი მოსახლეობა და ნამუსი ახადეს. დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ ტაშ-ფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშ-ფანდურს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

big_banner
არქივი