logo_geo
მამუკა მდინარაძე: ხვალ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები
- +

30 ოქტომბერი. 2020. 18:47

 

 

„ხვალ ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით. ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე  თქმით, „ქართული ოცნება“ ხვალინდელ არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

„ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60 %-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, რადგან ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი