logo_geo
კახა კალაძე: ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ - არც ერთ კრიმინალურ პარტიას არ მიეცემა იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დავამთავრეთ
- +

31 ოქტომბერი. 2020. 20:22

 

 

ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ - არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა და იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დავამთავრეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

 

„გილოცავთ მეგობრებო, მეც რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ მილოცვებს და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თანამებრძოლს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. ხვალიდან რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას.

 

არც ერთ კრიმინალს, არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ!“ - აღნიშნა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი