logo_geo
მამუკა მდინარაძე: უმრავლეს ოლქში ჩვენმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 22:00

 

„ქართული ოცნების“ მონაცემებით, უმრავლეს ოლქში მათმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, წინასწარ იმის დაანონსება, რომ ყველგან გაიმარჯვეს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიმიძლია გითხრათ, რომ ოქლების უმრავლესობაში ჩვენი კანდიდატები იმარჯვებენ“, - დასძინა მდინარაძემ.

 

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 55.0%-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 23.0%, „ევროპულმა საქართველომ“ - 3.0%.

 

 

big_banner
არქივი