logo_geo
ირაკლი კობახიძემ განმარტა როგორ ხდება ოქმების შედგენა
- +

1 ნოემბერი. 2020. 04:12

 

„ყველამ ვიცით როგორ ითვლება შედეგები საარჩევნო უბნებში და როგორ ხდება შემდეგ ოქმების შედგენა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ყველაფერს ესწრება 12 კომისიის წვერი, საიდანაც 3 არის ოპოზიციის მიერ დანიშნული და ამ პროცესს ესწრებიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები, შესაბამისად იქ დგება ოქმი, რომელიც მიდის ცესკოში და იქ არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია. შესაბამისად, რაც ოქმებში იქნება ასახული საბოლოო ჯამში ის იქნება ასახული ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეც, არავის არც შეუძლია იქ რაიმეს შეცვლა ან რაიმეს მანიპულირება და ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ და ამის მიუხედავად მაინც მოაწყვეს მცირე საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შეაწყვეტინეს ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი