logo_geo
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს
- +

1 ნოემბერი. 2020. 09:13

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს.

 

სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 252 უბნის მიხედვით.

 

ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49.32%;

 

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 25.94%;

 

„ევროპული საქართველო“ – 3.77%;

 

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%;

 

„ლელო“ – 3,16%;

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,1%;

 

„გირჩი“ – 2.87%;

 

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.34%;

 

ლეიბორისტული პარტია – 1.03%.

 

დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

 

 

big_banner
არქივი