logo_geo
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება
- +

1 ნოემბერი. 2020. 11:37

 

 

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში.

 

უფრო კონკრეტულად, თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:

 

#1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:

 

ბექა ოდიშარია - 47.72%

 

შალვა შავგულიძე - 28.84%

 

#2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი

 

ნოდარ ტურძელაძე - 42.18%

 

ელენე ხოშტარია - 35.89%

 

#3 საბურთალოს რაიონი

 

დავით სერგეენკო - 44.99%

 

ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63%

 

#4 ისნის რაიონი

 

კახა კახიშვილი - 47%

 

ხატია დეკანოიძე - 25.45%

 

#5 სამგორის რაიონი

 

სოზარ სუბარი - 46.61%

 

ლევან ხაბეიშვილი - 38.23%

 

#6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი

 

გიორგი ვოლსკი - 44.31%

 

ანა დოლიძე - 20.04%

 

(დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%)

 

#7 ნაძალადევის რაიონი

 

მიხეილ ყაველაშვილი - 45.67%

 

შალვა ნათელაშვილი - 25.23%

 

#8 გლდანის რაიონი

 

ნიკა მელია - 43.94%

 

ლევან კობიაშვილი - 42.68%

 

რაც შეეხება რეგიონებს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:

 

#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

 

ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44%

 

გიორგი ბოტკოველი - 40.69%

 

#12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი

 

ნინო ლაცაბიძე - 49.03%

 

დავით კირკიტაძე - 30.13%

 

#16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი

 

ზაალ დუგლაძე - 48.32%

 

ნატო ჩხეიძე - 31.05%

 

#23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

 

ზაზა ლომინაძე - 39.93%

 

გრიგოლ ვაშაძე - 36.5%

 

#28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი

 

რესან კონცელიძე - 41.01%

 

ლევან ვარშალომიძე - 35.94%

 

#27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი

 

ირაკლი ჩიქოვანი - 46,14 %

 

მალხაზ ჯალაღონია - 37,97 %

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 150 დეპუტატს შორის 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი