logo_geo
ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა
- +

1 ნოემბერი. 2020. 11:55

 

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მოქალაქეობრივი  ვალი მოიხადეს.

 

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა. საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“”. №1 - ბაგრამის საავიაციო ბაზა - 93% (697 ხმა); №2 - მაზარ-ი-შარიფი - 84,7 % (111 ხმა).

 

 

big_banner
არქივი