logo_geo
ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
- +

1 ნოემბერი. 2020. 13:53

 

 

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. როგორც მეთექვსმეტე მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარემ განაცხადა, 50-პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

 

ხაშურისა და ქარელის მოსახლეობამ არჩევანი 17 მაჟორიტარ კანდიდატს შორის გააკეთა. 112-ვე საარჩევნო უბნის ოქმების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს 9 147 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ხმების 48.43 პროცენტია. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ ხმების 31.5 პროცენტი აიღო და ეს 5 949 ამომრჩევლის ხმაა.

 

შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე აქტიური ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იყო. აქ რეგისტრირებული ამომრჩევლის 58.5 პროცენტი მივიდა არჩევნებზე.

 

მეთექვსმეტე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია შესული და ის პროცედურულ დარღვევას ეხება.

 

 

big_banner
არქივი