logo_geo
„ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სააკაშვილი საქართველოს სახელით წარსდგა. ო, რა მატყუარაა!“
- +

30 მარტი. 2017. 22:24




საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა.


ევროპის სახალხო პარტიის მიერ მალტაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო.


კონფერენციის მონაწილეებისა და უკრაინელი თანამოაზრეების გაკვირვება რამდენიმე ამბავმა გამოიწვია: სააკაშვილი კონფერენციაზე ჯერ საქართველოს წარმომადგენლად დარეგისტრირდა, რამაც უკრაინელი კოლეგები გააღიზიანა; მოგვიანებით კი ნიდერლანდების ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ახლოს მდებარეობდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ.


„ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სააკაშვილი საქართველოს სახელით წარსდგა. ო, რა მატყუარაა! ქართველებს კურდღელივით გაურბის, რომ მკვლელობისა და კორუფციის გამო არ დააპატიმრონ, ხოლო უკრაინელებს მათი ქვეყნის სიყვარულში ატყუებს", - დაწერა მან facebook-ზე.


„სააკაშვილი - საკუთარი ხალხის ჯალათია. რომლებსაც ის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ხოცავდა. ისევე, როგორც იანუკოვიჩი. მისთვის უკრაინა ტერიტორიაა, სადაც სამართალს ემალება. უკრაინელებს სააკაშვილი გამოიყენებს და მიატოვებს ისევე, როგორც საკუთარ ხალხს უღალატა", - წერს სახალხო დეპუტატი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი