logo_geo
დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილზე: თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს, თუ არა და, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას
- +

3 ნოემბერი. 2020. 16:28

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა/არჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ  „ევროპული საქართველო“ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგია.

 

„ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო – ჩვენ მისი [მიხეილ სააკაშვილის] პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგი ვიყავით და ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მისი ჩამოსვლა/არჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

big_banner
არქივი