logo_geo
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

5 ნოემბერი. 2020. 17:52

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.

 

ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოს განუხრელი მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

big_banner
არქივი