logo_geo
მიხაელ ზიბერტი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე
- +

10 ნოემბერი. 2020. 22:18

 

 

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი, მიხაელ ზიბერტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს:

 

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა შეშფოთების მიზეზია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. მივესალმები, რომ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები ორივე მხრიდან დიალოგისთვის მზაობას გამოხატავენ“, - წერს  ზიბერტი.

 

 

big_banner
არქივი