logo_geo
დეიმონ უილსონი: რუსეთი, ჩემი აზრით, შიდა პრობლემების ექსპორტს ცდილობს
- +

31 მარტი. 2017. 23:55



ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა, რომ ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას და აღნიშნავს, რომ სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, „ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში".  მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი თავად საქართველომ განსაზღვროს.


„დღეს ვხედავთ რუსეთს, რომელიც, ჩემი აზრით, შიდა პრობლემების ექსპორტს ცდილობს. პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოწვევები გვაქვს. სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში. რაც უფრო ძლიერი იქნება ქართული საზოგადოება, უფრო ძლიერი იქნება მისი იმუნიტეტი რუსეთის წინააღმდეგ. ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია", - აღნიშნავს უილსონი.


 

big_banner
არქივი