logo_geo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დიდი პარტიების მიერ, პატარა პატიების ბულინგის მოწმეები ვართ
- +

7 დეკემბერი. 2020. 21:46

 

 

„ჩემი დაკვირვებით, დიდი პარტიების მიერ, პატარა პატიების ბულინგის მოწმეები ვართ. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან. სხვა და სხვა სახის მუქარაა... კერძოდ ის, რომ აღარ მისცემენ სხვა და სხვა მედია საშუალებებში გამოსვლის უფლებას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისეთ პარტიებში, როგორიცაა „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მათ ინტერესშია პარლამენტში მოხვედრა.

 

„მათ ძალიან კარგი ტრიბუნა ექნებათ პარლამენტში, რომ თავიანთი იდეები საკანონმდებლო დონეზე დააფიქსირონ. ასევე აქვთ შანსი, რომ ის ელექტორატი რომელიც მათ მოიპოვეს კიდევ უფრო გააფართოონ. ვფიქრობ საღი აზრი გაიმარჯვებს ამ პარტიებში და გამოვლენ ბულინგის ზონიდან და შევლენ პარლამენტში, თუკი მანამდე მოლაპარაკების შედეგად არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი