logo_geo
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება შეირჩინოს
- +

11 დეკემბერი. 2020. 12:00

 

 

„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ გაყალბების ბრალდება შეირჩინოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი განცხადებით, ეს არჩევნები ყველა ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით იყო თავისუფალი, კონკურენტული, სამართლიანი და დემოკრატიული.

 

„ამის ფონზე ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ეს არჩევნები მოენათლა როგორც გაყალბებული, არგუმენტებზეც აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ გაყალბების ბრალდება შეირჩინოს. ჩვენ ძალიან ხისტადაც არ ვპასუხობდით მთელი თვის განმავლობაში, ამან შედეგი არ გამოიღო.

 

ისინი მაინც გაყვნენ რევოლუციურ სცენარს, განსაკუთრებით რადიკალური ფრთა, „ევროპული საქართველო“, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ამ არჩევნებზე და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთის სახით და ისინიც ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად ამბოხისკენ წაეყვანათ ეს ყველაფერი და მოლაპარაკებები ჩაეშალათ, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავით კიდევ უფრო რეალისტები და გვეთქვა, რომ მობრძანდით პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის მონაწილეობაში ჩაერთეთ და თუ ერთპროცენტიან გადახრას ნახავთ ჩვენს სასარგებლოდ, მაშინ დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი