logo_geo
ალეკო ელისაშვილი: რუსეთი მეტზე კი არაფერზე ოცნებობს, პარტნიორებზე გალაშქრება დამაზიანებელია
- +

14 დეკემბერი. 2020. 14:39

 

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ელჩებზე თავდასხმა აღმაშფოთებელია. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, გალაშქრება აშშ-ის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებზე კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

 

„რუსეთი მეტზე კი არაფერზე ოცნებობს, უნდა, რომ დასავლეთი იყოს დისკრედიტებული. ჰოდა, ასეთი რამ არის დაუშვებელი. ეს პროცესს კი არა, ყველაფერს, ქვეყანას აზიანებს. აგერ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, რომ 70 ათასი გაჭირვებული ოჯახისთვის დახმარება იქნება. ვიცი, რომ აშშ-ის საელჩოში ფიქრობენ, პანდემიის შემდეგ სიღატაკის დაძლევაში როგორ დაგვეხმარონ. ასეთ დროს პარტნიორებზე რომ გამოდიხარ და ასე ილაშქრებ, არ ვიცი რატომ კეთდება ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კვლავ გააკრიტიკა.

 

big_banner
არქივი