logo_geo
მამუკა მდინარაძე:„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შედარება არ შეიძლება
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:58

 

 

„მთელი 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ („ნაციონალური მოძრაობა“) თუ ვიყავით მკვლელები, ბიზნესის ჩამომმრთველები, თქვენც ისეთივე ხართო, ეს უნდოდათ დაებრალებინათ „ქართული ოცნებისთვის“ და ყველა სიუჟეტი იყო ამ საერთო, ბინძური ქუდის ქვეშ მოქცეული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „დღის ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

„მათ სარალიძის საქმის, რომელიც საზარელი ფაქტი იყო, შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის დაბრალება უნდოდათ ხელისუფლებისთვის და ეს არ გამოვიდოდა. ბოლოს სიმართლე ხომ ირკვევა, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ბინძური გზებით ცდილობს, რომ არათუ თქვან, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ისინი მთელი 8 წელია იმეორებენ რომ ესენიც („ქართული ოცნება“) ჩვენნაირები არიან და უნდათ, ეს მაინც დააჯერონ საზოგადებას. მაგრამ ეს არ გამოსდით. არ შეიძლება რომ „ქართული ოცნება“ შეადარო „ნაციონალურ მოძრაობას“. ვერც იმას დაიჯერებს საზოგადოებას, რომ მათი მიმსგავსებული აზრი მოსდის ვიღაცას თავში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი