logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი და ობიექტური
- +

7 აპრილი. 2017. 13:57



„ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და უფრო ობიექტური", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთელი რიგი მიმართულებებით აქვს წინსვლა და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ.


„ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 

შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიც არის სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი.

 

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი. უფრო ღრმა და უფრო ობიექტური", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

big_banner
არქივი