logo_geo
ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა - „მაქვს ახალი გეგმები“
- +

28 დეკემბერი. 2020. 16:19

 

 

ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს.

 

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი პოზიციები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.

 

„ევროპული საქართველო“ არის გუნდი, სადაც პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ამიტომ, პირველი რაც მინდა ვთქვა, არის მადლობა. ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი, ამიტომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურდ იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები, ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რასაც დეტალურად საზოგადოებას გავაცნობ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

 

big_banner
არქივი