logo_geo
ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა მთლიანად მონოპოლიზებული მედიასივრცე
- +

7 აპრილი. 2017. 21:07



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის სასარგებლოდ დაუბალანსებელი მედიაგარემო გვაქვს. კობახიძემ მიმოიხილა მედიაში არსებული გარემო 2012 წლამდე და მას შემდეგ.


„2004 წლისთვის საქართველოში იყო ჩამოყალიბებული პლურალისტური მედიაგარემო, 2004 წლიდან კი დაიწყო მონოპოლიზაცია. ტოტალური კონტროლი დაამყარეს ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, შემდეგ კი მიადგნენ კერძო ტელევიზიებს. 2007 წლისთვის მთელი ნაციონალური მედიასივრცე აღმოჩნდა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. უფრო მეტიც, 2008 წლიდან მონოპოლიზაციის პროცესი მთელ სივრცეზე განევრცო და მცირე ოპოზიციურ არხებსაც გადასწვდა ხელისუფლების გავლენა. 2012 წლის შემდეგ გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი და დაიწყო სამართლიანობის აღდგენის და ტელევიზიების აღდგენის პროცესი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და მე დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2"-ის პროცესიც, შესაბამისად, დასრულდება მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს იმას, რაც ყველამ ერთად ვიცით - რა მოხდა „რუსთავი 2"-ში 2004 წლიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ სურათი როგორია, 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა მთლიანად მონოპოლიზებული მედიასივრცე და 2012 წლიდან ჩვენ გვაქვს არამარტო პლურალიზმი, არამედ დაუბალანსებელი მედიაგარემო ოპოზიციის სასარგებლოდ. უფრო მეტიც, არც ერთი ტელეარხი არ არსებობს საქართველოში, რომელიც შეიძლება ხელისუფლების სასარგელოდ პროპაგანდას ეწეოდეს. ეს არის ის მიღწევა, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული და ამ პირობებში საუბარი სახიფათო პროცესებზე მედიასივრცეში, არის არასწორი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი