logo_geo
ვახტანგ გომელაური: არ ვაპირებ სოსო გოგაშვილის გათავისუფლებას, ის კარგი მოადგილეა
- +

8 აპრილი. 2017. 15:42



სახელმწიფო უსაფრთხოების სასახმურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ყაზბეგში დარიალიჰესის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს სოსო გოგაშვილის გათავისუფლებას. მისი თქმით, სოსო გოგაშვილი ძალიან ბევრი დამსაურება აქვს.


„არ ვაპირებ ჩემი მოადგილის სოსო გოგაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას, ის ძალიან კარგი თანამშრომელია და კარგი მოადგილეა.

 

მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა თუნდაც ის ტერორისტული აქტის საქმე, რომელიც რუსეთი-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო, ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ადამიანის გათავისუფლებას. სოსო გოგაშვილი დიდხანს იმუშავებს.

 

ჩემს მოადგილეზე ცრუ ბრალდება გახმაურდა, აღარ დავკონკრეტდები, რაზეა საუბარი, მაგრამ ეს არის სიცრუე და არასწორი ინფორმაცია, თუ ვინმეს რამე ფაქტები აქვს, მიმართოს პროკურატურას, პროკურატურა იძიებს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 



 

big_banner
არქივი