logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საზოგადოებისთვისაც მოძველდა
- +

23 იანვარი. 2021. 16:33

 

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც მოძველდა. მათი განცხადებებისა და ქმედებების ობიექტური ანალიზით, ყველა დავრწმუნდით, რომ მათი მიზანი განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის, შეთანხმება არც არასდროს ყოფილა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, არასდროს ყოფილა მოქმედება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენც და საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარების დაანონსებას დაიწყებდნენ. პირველი - ქვეყნისთვის საბედნიეროდ და მათთვის სამწუხარო, მათ არ აქვთ რესურსი, რომ რაიმე სერიოზული არეულობა შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის დღისწესრიგში. ორი პარტიაა ძირითადად ამ სცენარის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“. დანარჩენი პარტიები ვალდებულია არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: მიჰყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში. ეს იქნება მათი ამომრჩევლის წინაშე, უპასუხონ ერთ-ერთ მთავარ კითხვას. მათ მოვუწოდებ ზუსტად გასცენ პასუხი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მიჰყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი