logo_geo
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი NATO-ს შტაბ-ბინაში ჩეხ კოლეგას შეხვდა
- +

29 იანვარი. 2021. 16:55

 

 

NATO-ს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გენერალ ალეს ოპატასთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებები და განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივები განიხილა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზიარება NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან შეხვედრაზე სამხედრო წვრთნებისა და განათლების, ასევე სამხედრო მრეწველობის/ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩეხეთსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

big_banner
არქივი