„ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები, მათ გადალახეს და თუ სურთ შემოსვლა ბუნებრივი პარიერის შედეგად, მათ შეუძლიათ შემობრძანდნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „რესპუბლიკელთა“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა უკვე დაანონსებულია და სამუშაო ჯგუფი არსებობს.
„თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი შემოუერთდება ამ პროცესს, მხოლოდ მივესალმები“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.